შტორმის შედეგები ბათუმის სანაპიროზე

21 სექ 2025

უამინდობა გრძელდება რეგიონში. სინოპტიკოსების პროგნოზით, 21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ასევე ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  „მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.