10 თებ 2026
ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველი ალი ლარიჯანი ომანს ეწვია, მას შემდეგ, რაც პარასკევს მასკატში აშშ-ირანს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიის აღორძინების მიზნით. მხარეებს შორის დიალოგის განახლების მცდელობა დაიწყო მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეგიონში საზღვაო ფლოტილია განათავსა, რამაც თავის მხრივ ახალი სამხედრო მოქმედებების საფრთხე გააჩინა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ აშშ-სთან ბირთვულ მოლაპარაკებები, რომლის დროსაც თითოეული დელეგაცია ომანის ლიდერებს ცალ-ცალკე ესაუბრა - დადებითად დაიწყო და გაგრძელდება.
ირანმა პირობა დადო, რომ ნებისმიერ დარტყმას მკაცრად უპასუხებს და გააფრთხილა მეზობელი ქვეყნები, რომლებიც აშშ-ის ბაზებს მასპინძლობენ, რომ თუ თავდასხმაში მიიღებენ მონაწილეობას, შესაძლოა, ცეცხლის ხაზზე აღმოჩნდნენ.