10 თებ 2026
ბათუმში, აკაკი შანიძის 26 ნომერში მცხოვრები 27 ოჯახი დახმარებას ითხოვს. ორი დღის წინ ერთერთ კორპუსში პირველი სართულის სადარბაზოს შესასვლელის ნაწილი დაზიანდა.
მცხოვრებლები აცხადებენ რომ დანგრეული კონსტრუქციის გამო სახლში დარჩენას ვერ ახერხებენ. მოსახლეობა ირწმუნება რომ წვიმისას იტბორება საცხოვრებლის სარდაფიც, სადაც მრავლდებიან ქვეწარმავლები და იგრძნობა უსიამოვნო სუნი.
ადგილზე იმყოფებოდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, რომლის განმარტებით მერიამ შენობის ექსპერტიზა დაჩქარებით უნდა მოითხოვოს შესაბამისი სამსახურებისგან. ბათუმის მერიაში განმარტეს, რომ პირველადი დათვალიერებით დაზიანებული მონაკვეთი არ წარმოადგენს შენობის ძირითად კონსტრუქციულ ელემენტს, შესაბამისად შესაძლებელია მისი აღდგენა, და რომ უკვე მიმართულია სამხარაულის ექსპერტიზისთვის დაჩქარებულად შეისწავლონ შენობის მდგომარეობა.
როგორც მერიაში განმარტეს, დასკვნის შემდეგ გადაწყდება როდის დაიწყება სადარბაზოს ფილების აღდგენა. კორპუსის მაცხოვრებლებს კი დროებით ქირით გაყვანას სთავაზობენ.