კანადამ, ავსტრალიამ და დიდმა ბრიტანეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარეს

21 სექ 2025

კანადამ, ავსტრალიამ და დიდმა ბრიტანეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარეს.

„კანადა აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს და სთავაზობს პარტნიორობას როგორც პალესტინის სახელმწიფოსთვის, ასევე ისრაელის სახელმწიფოსთვის მშვიდობიანი მომავლის დაპირების შექმნაში“, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრი, მარკ კარნი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს:

„დღეს პალესტინელებისა და ისრაელელების მშვიდობისა და ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის იმედის აღსადგენად გაერთიანებული სამეფო ოფიციალურად აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს“, –  განაცხადა სტარმერმა.

 

პალესტინის სახელმწიფო ავსტრალიამაც აღიარა:

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.