10 თებ 2026
მეორე დღეა პოლიტიკური განხილვის საგანია აშშ-საქართველოს ურთიერთობები. საკითხზე პარლამენტში ბრიფინგი გამართა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა. გიორგი შარაშიძის განცხადებით, ჯეიდი ვენსის საქართველოს გვერდის ავლით ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში ადასტურებს, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს არ განიხილავს სტრატეგიულ პარტნიორად რეგიონში.
ხელისუფლების წარმომადგენლებს ბოლო დღეებში ამერიკელი მაღალჩინოსნების მიერ დაფიქსირებული პოზიციები ოპტიმიზმის საფუძველს უჩენს და ფიქრობენ, რომ უახლოეს პერიოდში სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა შეიცვლება.
შეგახსენებთ, მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი შტატების სახელმწიფო მდივანს და ვიცე- პრეზიდენტს, მილანში, ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ მიღებაზე შეხვდნენ.