10 თებ 2026
პოლიტიკური მასკარადი - ასე აფასებს ოპოზიციის ნაწილი მტავრობის მორიგ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ორი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი აღარ გაერთიანდება. ამბობენ, რომ მთავრობას პროტესტის გამო უკან დახევა მოუწია. მმართველ პარტიაში კი პირიქით ფიქრობენ, რომ ეს იყო ოპტიმალური გადაწყვეტილება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება. გადაწყვეტილება ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან პრემიერის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. გადაწყდა, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა.
ამასთანავე დღეიდან განათლების სამინისტროში ფუნქციონირებას დაიწყებს სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, აკადემიური პერსონალის მაქსიმალურად შენარჩუნება და რეფორმიდან გამომდინარე რესურსების სწორად გადანაწილება იქნება.