10 თებ 2026
საქართველომ, აზერბაიჯანმა, თურქმენეთმა და უზბეკეთმა „შუა დერეფნის“ გასწვრივ თანამშრომლობის გაფართოება განიხილეს.
თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში ოთხმხრივი შეხვედრა გაიმართა აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარე როვშან რუსტამოვს, თურქმენეთის რკინიგზის ტრანსპორტის მინისტრ მამეტ აკმამედოვს, უზბეკეთის რკინიგზის საბჭოს თავმჯდომარე ზუფარ ნარზულაევსა და საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორ ლაშა აბაშიძეს შორის.
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ინტერესის მქონე საკითხები, ასევე რკინიგზის სექტორსა და რეგიონის ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო მარშრუტის, „შუა დერეფნის“ გასწვრივ თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები.