10 თებ 2026
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ და კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის ევროპის ოფისის დირექტორთან, იაროსლავ პონდერსა და მარეგულირებელი საკითხებისა და ბაზრის გარემოს განყოფილების უფროსთან, აჰმედ ალრაგჰთან შეხვედრა გამართეს.
კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა მხარეებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებასა და სამომავლო ერთობლივი პროექტების განხილვას ისახავდა მიზნად.