ბიზნესფორუმი - ცნობილი იტალიელი მსაჯი პიერლუიჯი კოლინა და ამერიკის ყველაზე მოთხოვნადი კონსულტანტი მარშალ გოლდსმიტი ბათუმში

21 მაი 2017

ცნობილი იტალიელი მსაჯი პიერლუიჯი კოლინა და ამერიკის ყველაზე მოთხოვნადი კონსულტანტი მარშალ გოლდსმიტი ბათუმში იმყოფებიან. მათი ჩამოსვლის მიზეზი საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმია.

მსგავსი მასშტაბის, ფასიანი ფორუმი რეგიონში პირველად ტარდება. ლიდერობა და გადაწყვეტილებების მიღება კრიტიკულ ვითარებაში – ამ მიმართულებით მსოფლიო კლასის 6 სპიკერი ბიზნესმენებს, მეწარმეებს, მედიის წარმომადგენლებს გამოცდილებას უზიარებს.