10 თებ 2026
ფოთის N2 საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდები ხელბურთის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ, დაძაბული ასპარეზობის შედეგად გამოვლინდნენ გუნდები, რომლებიც სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს წარადგენენ.
ჩრდილოეთ მაკედონიის საგზური ფოთის N2 საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა მოიპოვეს. სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი 20-29 აპრილს ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ჩატარდება.
ფოთელი ხელბურთელები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო გუნდებთან ერთად იასპარეზებენ.