მაკა ბოჭორიშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების მე-80 სესიაში მიიღებს მონაწილეობას

22 სექ 2025

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გაერო-ს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების (UNGA) მე-80 სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის მაღალი დონის შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.

ასევე, დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლა სხვადასხვა ფორუმის ფარგლებში და მინისტრის მონაწილეობა მაღალი დონის ღონისძიებებში.