11 თებ 2026
საქართველოში ხორვატიის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი რამდენიმე საათში დაიწყება. ზორან მილანოვიჩი მეუღლესთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ქვეყანაში სამი დღე დარჩება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებენ, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
დაგეგმილია პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრები გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.