11 თებ 2026
ფერიის საჯარო სკოლაში აფხაზური ენის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციისთვის აფხაზური ენის გაკვეთილი ჩატარდა. სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთის თემატიკისადმი მიძღვნილი სპექტაკლი-მიუზიკლი „ლამპიონები“ წარადგინეს.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.