11 თებ 2026
პარიზში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობენ. ვაინ პარიზ - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენაა.
სამდღიან ღონისძიებაზე 60-მდე ქვეყნის ასეულობით მწარმოებლის ალკოჰოლიანი სასმელებია წარმოდგენილი.
გამოფენას, 50 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან, ასევე აშშ-დან და კანადიდან.