11 თებ 2026
კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში, ტამბლერ რიჯის საშუალო სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა. დაღუპულთა შორისაა მსროლელი ქალიც.
პოლიციამ ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგინა, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალები, ჯერ-ჯერობით, არ საჯაროვდება. კანადის პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის განცხადებით, მომხდარის გამო განადგურებულია.
მარკ კარნის ოფისის ინფორმაციით, პრემიერმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად ოთხშაბათს გერმანიაში გამგზავრების გეგმა შეაჩერა.