11 თებ 2026
პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაცით, შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და კატარს შორის ორმხრივი ურთიერთობებისა და მაღალი დონის ვიზიტების დადებითი დინამიკა.
მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო ურთიერთობები და თანამშრომლობა ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის მიმართულებით. შეხვედრაზე, აგრეთვე, საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში მიმდინარე მოვლენებს.