11 თებ 2026
ტირანაში, ანტისამთავრობო მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ქუჩაში გამოსული ათასობით ადამიანი კორუფციის გამო ვიცე-პრემიერის გადადგომას ითხოვდა.
დემონსტრანტებმა მთავრობის შენობას ეგრეთწოდებული მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს, პოლიციამ კი წყლის ჭავლით უპასუხა. პოლიტიკური დაძაბულობა დეკემბრიდან გამწვავდა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ პრემიერ-მინისტრ ედი რამას მოადგილეს, ბელინდა ბალუკუს, ბრალი წაუყენა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების სახელმწიფო ტენდერებში ჩარევისა და გარკვეული კომპანიების სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღებაში, რასაც ბალუკუ უარყოფს.
ტირანას მთავარ მოედანზე ათასობით ადამიანი დროშებითა და ბანერებით შეიკრიბა და სკანდირებდა „რამა, წადი სახლში, ეს კორუმპირებული მთავრობა უნდა გადადგეს“. სპეციალურმა პროკურატურამ, რომელიც კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაზეა პასუხისმგებელი, პარლამენტს ამ კვირაში ბალუკუს იმუნიტეტის მოხსნა მოსთხოვა, რათა მისი დაპატიმრება შესაძლებელი გახდეს.