11 თებ 2026
ტროპიკულმა შტორმმა „გეზანიმ“ მადაგასკარში, ცხრა ადამიანი იმსხვერპლა, დაშავებულია 19 - განაცხადა რისკებისა და კატასტროფების მართვის ეროვნულმა ბიურომ. უწყების ანგარიშში ნათქვამია, რომ შტორმი სამშაბათს საპორტო ქალაქ ტოამასინას მიუახლოვდა, რამაც სანაპირო რაიონებში მცხოვრებთა ევაკუაცია გამოიწვია.
ქალაქში ზღვის დონის აწევამ და ძლიერმა წვიმებმა ქუჩები დატბორა, სტიქიამ დააზიანა სახლები, ჩამოშალა სახურავები და ელექტროენერგიის ფართომასშტაბიანი გათიშვა გამოიწვია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სკოლები დახურა და შტორმის მოახლოებასთან ერთად საგანგებო თავშესაფრები მოამზადა. პრეზიდენტმა დილით დაზარალებული ტერიტორიები მოინახულა, სადაც ქუჩები ნანგრევებით იყო სავსე.
მადაგასკარს ციკლონების სეზონზე რეგულარულად აწუხებს ტროპიკული შტორმები. 2024 წელს ტროპიკულმა ციკლონმა „გამანემ“ სულ მცირე 18 ადამიანი იმსხვერპლა.