11 თებ 2026
პოლონეთი არსებულ ვითარებაში არ შეუერთდება აშშ-ის მეთაურობით მოქმედ მშვიდობის საბჭოს, თუმცა გააგრძელებს ამ შესაძლებლობის ანალიზს- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.
ტრამპი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის განმტკიცების მიზნით შექმნილი მშვიდობის საბჭოს უფრო ფართო როლს ანიჭებს გლობალური კონფლიქტების მოგვარებაში, რის გამოც ზოგიერთი ქვეყანა შიშობს, რომ ის შეიძლება გაეროს კონკურენტი გახდეს.
ტრამპის მშვიდობის საბჭოში რუსეთისა და ბელარუსის მიწვევის გამო ბევრმა დასავლურმა ქვეყანამ ამ საკითხს სიფრთხილით მოეკიდა.