11 თებ 2026
ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ თეირანი მზადაა მისი ბირთვული პროგრამის შემოწმებისთვის, რათა დაამტკიცოს, რომ ისლამური რესპუბლიკა ატომური ბომბის შექმნას არ აპირებს.
ისლამური რევოლუციის 47-ე წლისთავთან დაკავშირებით თეირანის აზადის მოედანზე გამოსვლისას პეზეშკიანმა განაცხადა, რომ ირანი არ დაემორჩილება დასავლეთის „გადაჭარბებულ“ მოთხოვნებს, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებზე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ბირთვული დავის გადასაჭრელად გრძელდება.
თეირანმა გამორიცხა აშშ-ს მოთხოვნა, მოლაპარაკებებში ჩართოს ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამა.
შეერთებული შტატები, მისი ევროპელი მოკავშირეები და ისრაელი თეირანს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებენ.
ირანი დიდი ხანია აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.