პრემიერი: უცხოელების შრომითი საქმიანობა პირველი მარტიდან მნიშვნელოვნად იზღუდება

13 თებ 2026

საქართველო სრულად გათავისუფლდება არალეგალი მიგრანტებისგან - აცხადებს საქართველოს პრემიერი. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებისთვის მოქმედი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს.

საქართველოში უცხოელების შრომითი საქმიანობა, მისივე განცხადებით, 1-ლი მარტიდან კანონით მნიშვნელოვნად იზღუდება და მთავრობა ამ კანონის ეფექტიან აღსრულებაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს.

ასევე ისაუბრა უცხოელ სტუდენტებზე, როგორც განმარტა, უცხოელი სტუდენტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში მილიარდ 200 მლნ ლარია, ისინი ქვეყანას დიპლომის აღებისთანავე ტოვებენ, შესაბამისად, დემოგრაფიული სურათისთვის რისკს არ ქმნიან - განაცხადა პრემიერმა.