დაჭრის ფაქტი გურჯაანის ბაზარში

13 თებ 2026

გურჯაანში მომხდარი დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბაზარში,  ცივი იარაღის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა პირს.

დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

წარსულში ნასამართლევი პირი  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი -  დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.