NATO-ს საზღვაო ოპერაცია „ზღვის მცველი“

13 თებ 2026

სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფების 11-მა წევრმა, თურქეთში ნატოს-ს  საზღვაო ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მიიღო მონაწილეობა. ისინი თურქეთის საზღვაო სპეციალური ოპერაციული ძალების წევრებთან ერთად  ერთობლივ სწავლებაში მონაწილეობდნენ.

მისი მთავარი ამოცანებია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა საზღვაო სივრცეში, ზღვაზე თავისუფალი და უსაფრთხო მიმოსვლის ხელშეწყობა, საზღვაო უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარება და გაძლიერება, ასევე საოპერაციო არეალში არსებული საზღვაო ვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

გარდა ამისა, ხდება ინფორმაციის შეგროვება და გაზიარება, ასევე თანამშრომლობა  მოკავშირე და პარტნიორ სახელმწიფოებთან.