რამშტაინის ფორმატის 33-ე შეხვედრა

13 თებ 2026

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბელგიის სამეფოში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში, რამშტაინის ფორმატის რიგით 33-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ნატო-ს შტაბ-ბინაში საერთაშორისო ჯგუფის შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანი ჯონ ჰილი და გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ხელმძღვანელობდნენ.

სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.