13 თებ 2026
იუსტიციის სამინისტროს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრმა 5 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა.
ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გახსნა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროცესში ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიებაზე მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ.