13 თებ 2026
დღეს ცნობილი გახდა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში გიორგი გახარიაც მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ყოფილი პრემიერის პარტია საუბრობს.
მათივე ცნობით, პარტიის ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმაღლეს პოლიტიკური თანამდებობის პირებთან გამართავს შეხვედრებს. ყოფილი პრემიერის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას სამარცხვინოს უწოდებს შალვა პაპუაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს ფაქტი დასტურია, რომ ევროკავშირის სივრცე პოლიტიკური კრიმინალების თავშესაფრად იქცა.