ფასების შემსწავლელი კომისიის სხდომა

13 თებ 2026

პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის მეორე სხდომა იმართება.  საკანონმდებლო ორგანოში ხილ-ბოსტნეულისა და წვენების კომპანიების წარმომადგენლებიც მივიდნენ.

წინა შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ კომისია პარლამენტის თავმჯდომარეს, ფასების შესწავლის პროცესში ჩასართავად, საერთაშორისო კომპანიის მოწვევის ინიციატივით მიმართავს. 

კომპანიამ უნდა შეისწავლოს გამოწვევები და გასცეს რეკომენდაციები. ოპოზიცია პრემიერის ინიციატივას პოპულისტურს უწოდებს, მმართველი გუნდი კი ფიქრობს, რომ კომისიის მუშაობა პროდუქციის ფასების შემცირებაზე აისახება.