13 თებ 2026
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, გიორგი ჩახუნაშვილის, ია დარახველიძის, ევა შაშიაშვილისა და კიდევ 12 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
კერძოდ კი, სასამართლოში ჩვენებას ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლაშა ჯუღელი მისცემს. მას საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.