მელანია ტრამპი გლობალური კოალიციის შექმნის ინიციატივით გამოდის

24 სექ 2025

აშშ-ის პირველმა ლედიმ მსოფლიო ქვეყნებს მოუწოდა, შეუერთდნენ გლობალურ კოალიციას, რათა უზრუნველყონ, რომ ყველა ბავშვს შეეძლოს განვითარება ციფრულ ეპოქაში.

მელანია ტრამპმა განაცხადა, რომ კოალიცია - რომელსაც ის „მომავლისთვის ერთობლივ ხელშეწყობას“ უწოდებს - ვალდებულებას იღებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების საშუალებით უზრუნველყოს ბავშვების კეთილდღეობა და  განათლება.

კოალიციის შემადგენლობაში იქნებიან მთავრობის მეთაურების მეუღლეები. მელანია ტრამპი გლობალური კოალიციის საინაუგურაციო შეხვედრას თეთრ სახლში 2026 წლის პირველ კვარტალში უმასპინძლებს.