13 თებ 2026
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე სექტორის კონკურენტუნარიანობის და ეფექტურობის გაზრდის პერსპექტივები განიხილეს.
არის თუ არა შესაძლებელი პროდუქტის გაიაფება? ეს იყო ის მთავარი კითხვა, რომელიც დღეს დეპუტატებმა ხილის, ბოსტნეულის, წვენებისა და ჯემების ადგილობრივ მწარმოებლებს დაუსვეს. მათი ნაწილი აღნიშნავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ფასნამატი პროდუქტზე არ ჰქონიათ და ბაზარზე პროდუქტის გაძვირება მათგან დამოუკიდებლად ხდება.
ნაწილმა კი რითეილ კომპანიებთან არსებულ ბარიერებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნეს, რომ მომხმარებლების მხრიდან ნატურალური პროდუქციის მიმართ დაინტერესების მიუხედავად, ყველაზე დიდ პრობლემას გაყიდვა წარმოადგენს, მიზეზად კი რითეილ კომპანიებთან არსებული ბარიერი დასახელდა.
რითეილ სექტორთან პრობლემურ ურთიერთობაზე საუბრისას რესპონდენტმა აღნიშნა, რომ მწარმოებლებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა რეალიზაციიდან მიღებული თანხების წლობით გაყინვაა, რის გამოც არაერთი კომპანია გაკოტრდა და შეაჩერა წარმოება. პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, რაც ბაზარზე ფასების შემცირებას ისახავს მიზნად.