13 თებ 2026
საქართველო-ხორვატიის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. ღონისძიება, რომელსაც ორივე ქვეყნის დაახლოებით 100-მდე ბიზნესმენი დაესწრო, ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ზორან მილანოვიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ბიზნეს - ფორუმი ხელს შეუწყობს საქართველოსა და ხორვატიის საქმიანი წრეების დაახლოებას, რაც, თავის მხრივ, გაზრდის ორმხრივ ვაჭრობასა და თანამშრომლობის ხარისხს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.
მისი შეფასებით, ბიზნეს ფორუმი არა მხოლოდ ეფექტური პლატფორმაა იდეებისა და გამოცდილების გაცვლისთვის, არამედ რეალური შესაძლებლობა, ერთობლივი პროექტების, ინვესტიციებისა და გრძელვადიანი პარტნიორობის დაწყებისთვის.