13 თებ 2026
ხორვატიის პრეზიდენტმა საქართველო უკვე დატოვა, გაცილების ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, იქამდე კი ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი მეუღლესთან, სანია მუსიჩ მილანოვიჩსა და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად მცხეთას ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხორვატიელმა სტუმრებმა ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი დაათვალიერეს.