13 თებ 2026
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე 15 პირის პროცესი გაიმართა. გამოიკვლიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები, დაიკითხა ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი.
პროკურორის განცხადებით, რამდენიმე ბრალდებულმა საგამოძიებო უწყებას საპროცესო შეთანხმების თხოვნით მიმართა, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს.
დაკავებულებს ბრალი წარდგენილი აქვთ მუხლით, რომელიც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად.