უმაღლესი განათლების რეფორმა

13 თებ 2026

უმაღლესი განათლების რეფორმას პოლიტიკურ წრეებში აფასებენ. კრიტიკულია ოპოზიცია. პარტია “გახარია საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი ტატა ხვედელიანი უმაღლესი სასწავლებლების რეფორმის პროცესს განათლების სისტემის ნგრევას უწოდებს და ამბობს, რომ ამ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებით ანადგურებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიონალების შრომით მიღწეულ ტრადიციებს.

“ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ რეფორმა განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ დაიგეგმა.

“ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ პრინციპით სახელმწიფო უნივერსიტეტში კვოტების გადანაწილების შედეგები გუშინ გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც ილიაუნიში წელს მიღება მხოლოდ პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე გამოცხადდება.