საქართველოში ფრანგული კონიაკის წარმოება იწყება

24 სექ 2025

საქართველოში ფრანგული კონიაკის წარმოება იწყება. პროექტს „მეღვინეობა კაჭრეთი“ საფრანგეთის ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ და ტრადიციულ დისტილერია ტესენდიესთან თანამშრომლობით განახორციელებს. პარტნიორობა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდის ნაპოლეონის კონიაკის წარმოებას გულისხმობს.

“მეღვინეობა კაჭრეთში“ პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად იმყოფებოდა.