პოლიციამ 2021 წლიდან ძებნილი პირი დააკავა

15 თებ 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  2021 წლიდან ძებნილი, 1984 წელს დაბადებული ბ.ს. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბ.ს. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

მსჯავრდებული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენის საფუძველზე იძებნებოდა და მას დაუსწრებლად თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

დაკავებული ამჟამად პენიტენციურდაწესებულებაშია მოთავსებული.