16 თებ 2026
ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულზე ძლიერმა წვიმამ, წყალდიდობამ და ძლიერმა ქარმა ათობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, 30 ათასზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
მძღოლებს ქუჩებში გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს, დაიხურა სკოლები, სამაშველო ჯგუფებმა სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყეს.
მეტეოროლოგიური ბიუროს განცხადებით, სამშაბათს ძლიერი ქარიშხალი სამხრეთ კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ გადაინაცვლებს, სადაც ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი.
დედაქალაქ ველინგტონში ავიარეისების უმეტესობა გაუქმდა ან გადაიდო.