სახელმწიფო ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება

16 თებ 2026

კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოწოდება სისხლის სამართლის  წესით დასჯადი გახდება. პარლამენტმა ინიციატივა იურიდიულ კომიტეტზე მეორე მოსმენით განიხილა და დაზუსტდა ნორმატიული ფორმულირებები. ცვლილების მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი, 316-ე პრიმა მუხლი დაემატება სახელწოდებით: “ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“.

3 წლამდე  ვადით პატიმრობა შესაძლოა დაემუქროს პირს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ ან ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად მოუწოდებს, ასევე დასჯადი იქნება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად ან საჯაროდ სისტემატურად წარმოჩენა.    

გარდა ამისა, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და კონსტიტუციური ორგანოების წინააღმდეგ მოტივით ჩადენილი დანაშაული.