საიას მიმართვა გენერალურ პროკურატურას და გამოხმაურებები

16 თებ 2026

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ  წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით, სამართალწარმოებას იწყებენ და საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართავენ.

საია-ს თავმჯდომარის, თამარ ონიანის განაცხადებით, 2025 წლის დეკემბრამდე,  მოწოდებების მიუხედავად, სახელმწიფო არ ასაჯაროებდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა. მისივე თქმით, საია ამ ეტაპზე  7 დაზარალებულს იცავს, რომლებმაც ორგანიზაციას სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემაზე მიაწოდეს ინფორმაცია, რასაც როგორც ონიანი  ამბობს, ისინი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-ის მხრიდან მათ წინააღმდეგ გამოყენებულ სპეციალურ საშუალებებს უკავშირებენ.

საია-ს თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ეფექტიანი გამოძიება არ ჩატარდება, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართონ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს შინაგან საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. 

გეკა გელაძის განცხადებით, წყლის ჭავლში ის ნივთიერებებია გარეული, რაც საერთაშორისოდ მიღებული და კანონით დაშვებულია.