მარკო რუბიო უნგრეთში ჩავიდა

16 თებ 2026

ევროპული ტურნეს ფარგლებში  აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ბუდაპეშტში ჩავიდა და  უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოს  შეხვდა.

რუბიომ პირობა დადო, რომ ცენტრალურ ევროპასთან თანამშრომლობას გააღრმავებს სლოვაკეთსა და უნგრეთში ვიზიტის დროს, რომელთა კონსერვატორ ლიდერებსაც თბილი ურთიერთობები აქვთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.

ხუთშაბათს, ვაშინგტონიდან გამგზავრებამდე, რუბიომ განაცხადა, რომ ტრამპი   მხარს უჭერს ორბანს, რომელსაც ჩატარებული გამოკითხვების თანახმად აპრილში დაგეგმილ არჩევნებში  გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს. 

ორბანს, ტრამპის ერთ-ერთ უახლოეს მოკავშირეს ევროპაში, ამერიკული რადიკალური მემარჯვენეების ბევრი წარმომადგენელი აშშ-ის პრეზიდენტის იმიგრაციისა და ქრისტიანული კონსერვატიზმის მხარდაჭერის მკაცრი პოლიტიკის მოდელად მიიჩნევს.