პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია პარლამენტში

17 თებ 2026

ხვალ პარლამენტში პრემიერს ელოდებიან. ირაკლი კობახიძეს ინტერპელაციის წესით მოუსმენენ. თემა მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხებია. "ქართულმა ოცნებამ" ირაკლი კობახიძეს, შვიდი ძირითადი მიმართულებით, უკვე გაუგზავნა კითხვები.

შეგახსენებთ, მთავრობის მეთაურმა რამდენიმე დღის წინ, ვიდეომიმართვაში, მიგრაციასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უცხოელების შრომითი საქმიანობა პირველი მარტიდან შეიზღუდება.

მისივე განმარტებით, გასულ წელს ქვეყნიდან იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევეს, ვიდრე 10 წელში ჯამურად.