ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადება

26 სექ 2025

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიო გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დგას. ანტონიუ კოშტა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ღაზის სექტორში მიმდინარე ვითარებასა და უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

ღაზაში არსებულ მდგომარეობაზე აღნიშნა, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა მშვიდობისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა.

კოშტას თქმით, ევროკავშირი გმობს ტერორიზმს მისი ყველა ფორმით. გარდა ამის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში შემავალ ყველა ქვეყანას.

კოშტას თქმით, სუვერენულ ერს სასტიკად დაესხა თავს გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი - რაც გაერო-ს წესდების აშკარა დარღვევაა. კოშტამ ხაზი გაუსვა, რომ  ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებს.