ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ომს თუ არ დაასრულებს, მათ უნდა იცოდნენ, სად აქვთ თავშესაფრები

26 სექ 2025

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუ რუსეთი ომს არ დაასრულებს, მათ უნდა იცოდნენ, სად აქვთ თავშესაფრები.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შესაძლოა რუსეთში არსებული ობიექტები სამიზნედ იქცეს მას შემდეგ, რაც უკრაინის მოკავშირეების მიერ მიწოდებული იარაღით მოქმედების რადიუსის შეზღუდვები მოიხსნება.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა მშვიდობიან მოსახლეობას არ დაბომბავს, რადგან უკრაინელები „ტერორისტები არ არიან“. მისი თქმით, ქვეყნის სამხედრო ძალებს ისეთი დრონები აქვთ, რომლებსაც 3 ათას კილომეტრამდე მანძილის გავლა შეუძლიათ.