18 თებ 2026
შვეიცარიის ზერმატის რეგიონში, ვალეს სათხილამურო კურორტზე ზვავი ჩამოწვა. მანამდე ადგილობრივმა ხელისუფლებამ ზვავის მაღალი საფრთხის გამო განგაში გამოაცხადა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ზვავის საფრთხის უმაღლესი მე-5 დონე, სამშაბათს გამოცხადდა, თუმცა ოთხშაბათს ეს დონე მე-4 დონემდე შემცირდა.
ზვავების საშიშროების გამო შვეიცარიის ალპურ რეგიონებში გზები დაიკეტა. განსაკუთრებით დაზარალდა ვალეს კანტონი, სადაც სავალდებულო მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების შემოღებამ საცობები გამოიწვია და გარკვეულ მარშრუტებზე მოძრაობის შეფერხება.
რამდენიმე სათხილამურო კურორტი მოსალოდნელი ზვავის გამო დაიკეტა. სტიქიის რეგიონში ავარიული შემთხვევების გამო შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა.