18 თებ 2026
კრემლი ჩინეთის მიმართ აშშ-ის ბრალდებას გამოეხმაურა. პუტინის პრესმდივანი ირწმუნება, რომ ჩინეთს არ ჩაუტარებია საიდუმლო ბირთვული ტესტი და, რომ პეკინმა ამის შესახებ აშშ-ის ბრალდებები უარყო.
რამდენიმე დღის წინ შეერთებულმა შტატებმა ჩინეთი დაადანაშაულა 2020 წელს საიდუმლო ბირთვული ტესტის ჩატარებაში, და პეკინს მოუწოდა ახალი, უფრო ფართო იარაღის კონტროლის ხელშეკრულების გაფორმებისკენ, რომელშიც ჩინეთთან ერთად რუსეთიც ჩაერთვებოდა.
„ჩვენ მოვისმინეთ მრავალი მინიშნება სავარაუდო ტესტებზე, სადაც ამ კონტექსტში ნახსენები იყო როგორც რუსეთის ფედერაცია, ასევე ჩინეთი. არც რუსეთის ფედერაციას და არც ჩინეთს არ ჩაუტარებიათ ბირთვული ტესტები. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა კატეგორიულად უარყვეს ეს ბრალდებები“- განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.