ჟენევაში სამმხრივი მოლაპარაკებები დასრულდა

18 თებ 2026

უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებმა ჟენევაში მოლაპარაკებები განაახლეს. სამმხრივი ორი საათის განმავლობაში დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. „მოლაპარაკებები რთული, მაგრამ საქმიანი იყო“, -  განაცხადა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ. მისივე თქმით, უკრაინის საკითხზე ახალი შეხვედრა მალე გაიმართება.

მოლაპარაკებებს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი უძღვებოდნენ.

შვეიცარიაში აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბოლო დღეებში ორჯერ მიანიშნა, რომ მოლაპარაკებების წარმატების უზრუნველსაყოფად ნაბიჯები უკრაინამ და ზელენსკიმ უნდა გადადგან.  ამერიკულ ვებსაიტ აქსიოსთან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ „უსამართლოა“, რომ ტრამპი საჯაროდ მოუწოდებს უკრაინას და არა რუსეთს, დათმობებზე წავიდეს სამშვიდობო გეგმის პირობების მოლაპარაკებისას.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ნებისმიერი გეგმა, რომელიც უკრაინისგან მოითხოვს აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში რუსეთის მიერ არაოკუპირებული ტერიტორიების დათმობას, უკრაინელები უარყოფენ, თუ ის რეფერენდუმზე გავა.