საგამოძიებო მოქმედებები ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებულ საქმეებზე

18 თებ 2026

ჟურნალისტ ელისო კილაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა დასრულებულია, თუმცა ამ დრომდე იქ სამართალდამცავები მუშაობენ. ამოღებულია ტექნიკა და ჟურნალისტის პირადი ნივთები.

ადვოკატის განცხადებით,  ქოლ-ცენტრებთან კილაძეს არანაირი კავშირი არ აქვს. ჟურნალისტმა ციხიდან წერილიც გამოაგზავნა, სადაც ის  წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მისი განცხადებით, მან ამხილა სუსი-ს უფროსი მამუკამ მდინარაძე 241 ბიტკოინის ფლობაში, ასევე ის აპირებდა გლდანის ციხის დირექტორის და სუს-ის თანამშრომლის სოსო წაქაძის მკვლელობის დეტალებზე საუბარს. მის დაკავებას სწორედ ამას უკავშირებს. 

ელისო კილაძე სამართალდამცავებმა დღეს დილით, საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. როგორც პროკურატურის მიერ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, მას გამოძიება ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებულ საქმიანობას  და ფულის გათეთრებას ედავება.

პროკურატურის ცნობით, ელისო კილაძე ასევე ოთარ ფარცხალაძესთან იყო კავშირში. ცნობილია, რომ საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 10 პირის მიმართ.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორის, ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს.