დმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

27 სექ 2025

სოხუმის დაცემის 32-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს პარლამენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა. სახელმწიფო დროშა დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე საქართველოს მასშტაბით. სახელმწიფო დროშა დაეშვა თავდაცვის სამინისტროს შენობაზე,  უწყების ადმინისტრაციულ შენობებთან ერთად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე.