27 სექ 2025
კულტურის ცენტრებთან არსებულ ფოლკლორულ ანსამბლებსა და სალოტბარო სკოლებს ხალხური საკრავები გადაეცათ. აქტივობა 2025 წლის აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის „ფოლკლორის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა“ ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანია ხალხური კულტურის მხარდაჭერა და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება. ხალხური ინსტრუმენტების გადაცემა ანსამბლებსა და სალოტბარო სკოლებისთვის პირველად მოეწყო, სამომავლოდ იგეგმება ამ მიმართულებისთვის ბიუჯეტის გაზრდა.