19 თებ 2026
აშშ-მა ამ კვირაში უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და უახლოეს მომავალში მეტი დისკუსიაა მოსალოდნელი - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
ჟენევაში, უკრაინასა და რუსეთს შორის, ამერიკის შუამავლობით გამართული ორდღიანი მოლაპარაკებები დასრულდა.
"ნიუ იორკ თაიმსის" ინფორმაციით, ორ საათიანი შეხვედრისას, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა დონეცკის ოლქში დემილიტარიზებული ზონის შექმნის იდეა განიხილეს. საუბარია რეგიონის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ამჟამად უკრაინა აკონტროლებს.